saqarTvelos qedebi - Savanis qedi
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°40`33` ჩ. გ. 44°45`27` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | შანი |
სიმაღლე | 4491 მ |
ისტორიული სახელწოდება: შანის ქედი.
ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის შემადგენელი ერთეული, მდინარეების ხდისა და არმხის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფი. მაქსიმალური სიმაღლე 4491 მეტრი (მწვერვალი შავანა).
ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე დაკიდებული მყინვარებია, მყინვარებისაგან თვისუფალი ადგილები კლდოვანია ან ღორღნალებითა და ალპური მდელოს ბალახეულითაა დაფარული.
შავანის ქედზე გაბატონებულია მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.